მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ნატოს გენერალურ მდივანი იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში დღეს ერთმანეთს შევდებიან,ამის შემდეგ ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

დღეს ბრიუსელში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც.

შეგახსენებთ, ევროკავშირი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს “ფართო ერთიანობისა და დიალოგისკენ” მოუწოდებს

ბრიუსელში ვიზიტის პირველ დღეს, 15 მარტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომლის ინიციატივით და პირადი მონაწილეობით 1 მარტს თბილისში გაიმართა ხელსუფლების და ოპოზიციის შეხვედრა საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია გამოსავლის მოსაძებნად, „მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე“.
შეგახსენებთ,12 მარტიდან, მხარეებს შორის მედიაციას აგრძელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი.

ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების კონკრეტულ დეტალებზე მხარეები საჯაროდ არ ლაპარაკობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button