განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა
პირებს, რომლებმაც ზოგადი განათლება ვერ მიიღეს, სკოლაში დაბრუნება შეეძლებათ – პროგრამის “განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა” პრეზენტაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამართა.
პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ყველას, განურჩევლად ასაკისა, მიიღოს ზოგადი განათლება.
“ეს არის ახალი შანსი. 80 ბავშვი უკვე ვიპოვეთ. ზრდასრულისთვის ინდივიდუალური პროგრამაა”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
რაც შეეხება ბავშვს, რომელსაც დაბადების მოწმობა არ აქვს, მინისტრის თქმით, საკითხზე უწყება UNICEF-თან ერთად მუშაობს. იგეგმება დისტანციური სწავლებაც.