მეანაბრეთა მდუმარე აქცია ეროვნულ ბანკთან

“ეროვნული ბანკი მიცვალებულია” – ამ სახელწოდებით ეროვნულ ბანკთან საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულ მეანაბრეთა მდუმარე აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები შენობასთან ტრასფარანტებით და სამგლოვიარო გვირგვინით მივიდნენ. ისმოდა სამგელოვიარო მუსიკაც.

აქციის მონაწილეების თქმით, ეროვნული ბანკი წლების განმავლობაში ხელს უწყობდა საფინანსო კომპანიის საქმიანობას, რის შედეგადაც 2600-ზე მეტი მეანაბრე დაზარალდა. ისინი ეროვნულ ბანკს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ ეროვნულ ბანკს საფინანსო კომპანიის საქმიანობაში ხელის შეშლა შეეძლო.

აქციის მონაწილეებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უპასუხა და აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და შედეგებს უნდა დაველოდოთ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 30 იანვარს არის ჩანიშნული. საფინანსო კომპანიის ხელმძღანელი პირები დაკავებული არიან.

შპს “საფინანსო კომპანია საქართველოს” დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე 16 დეკემბერს აიყვანეს. ისინი ამჟამად პატიმრობაში არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button