მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსის დღიური 1 219 შემთხვევაა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 301 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 294540
- გამოჯანმრთელებულია – 280132
- გარდაცვლილია – 3925
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით -34046 , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -21754, PCR ტესტით – 12292
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 140 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 18.1 მილიონია.