მნიშვნელოვანისიახლეები

ივანიშვილის დრო დასრულდა! – ქართველმა ხალხმა დაამარცხა ივანიშვილი!” -ოპოზიცია

ივანიშვილის დრო დასრულდა! – უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში! – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თინა ბოკუჩავა იმედს გამოთქვამს, რომ ასევე უმოკლეს დროში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით შეიქმნება პროცესი, „ქართული ქარტიის“ ირგვლივ იმისთვის, რომ მთავრობა დაკომპლექტდეს.

„მოხდა ის, რასაც ვპროგნოზირებდით მრავალი თვის, კვირის და დღის განმავლობაში. მიუხედავად ბიულეტენების ჩაყრისა და ძალადობისა გაიმარჯვა ევროპამ და ქართველმა ხალხმა! დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა „ქართული ოცნება“, ივანიშვილის დრო დასრულდა! ეს ჩვენ ვნახეთ ეგზიტპოლებში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა.

ქართველმა ხალხმა ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე, კოალიციურ ხელისუფლებაზე. ჩვენ, ამ ნდობას, რომელიც მივიღეთ ხალხისგან ვეპყრობით დიდი პასუხისმგებლობით. უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში!

მინდა ხაზი გავუსვა პრეზიდენტის როლს. ძალიან მნიშვნელოვანია „ქართული ქარტია“, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია ხელმომწერია. შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, ასევე უმოკლეს დროში პრეზიდენტი ზურაბიშვილის ჩართულობით შეიქმნება პროცესი, „ქართული ქარტიის“ ირგვლივ იმისთვის, რომ დაკომპლექტდეს მთავრობა. ჩვენი ქვეყანა ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნდეს. ეგზიტპოლში ოპოზიციამ დიდი, 10%-იანი უპირატესობით მოიგო. დარწმუნებულ ვარ, საარჩევნო შედეგებში ეს უპირატესობა კიდევ უფრო დიდი იქნება“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, თინა ბოკუჩავა ეგზიტპოლების მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ ამბობს, რომ ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო და იმედს გამოთქვამს, რომ ასეთი დიდი უპირატესობის გამო, ივანიშვილი აღიარებს მარცხს:

“ნამდვილად იყო ეს მოლოდინი. მთელი დღის მანძილზე ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიცია არამხოლოდ გაიმარჯვებდა , არამედ გაიმარჯვებდა ძალიან დიდი უპირატესობით და ასე მოხდა სწორედ. 10%-იანი განსხვავებაა, უპირატესობა აქვს ოპოზიციას ამ არჩევნებში , რაც კიდევ უფრო გაიზრდება დარწმუნებული ვარ, როდესაც დაიწყებს შედეგები შემოსვლას ცესკო-დან. მე იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი დიდი უპირატესობის გამო, ივანიშვილი აღიარებს მარცხს და დათმობს ხელისუფლებას , ამიტომ ახლა მთავარი პასუხისმგებლობა არის ჩვენზე, იმ პარტიებზე, რომლებსაც მოგვანიჭა ნდობის მანდატი ქართველმა ხალხმა, რომ ჩვენ უსწრაფეს დროში დავიწყოთ კოალიციური მოლაპარაკებები , შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ამ თვალსაზრისით ასევე ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს , რომლის ინიციატივით შედგა ქართული ქარტია” აღნიშნა ბოკუჩავამ.

“ვულოცავ ქართულ საზოგადოებას! ქართველმა ხალხმა დაამარცხა ივანიშვილი!” – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საუბრობს და “მთავარი არხის” ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება.

ვულოცავ ქართულ საზოგადოებას. ყველამ ერთად ბევრი ვიბრძოლეთ, ყველამ ერთად, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ძალიან ბევრი ათასი ამომრჩეველი დღეს საარჩევნო ურნებთან მივიდა და ხმა მისცა არამხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ, პირველ რიგში, მისცა ცვლილებას. და დღევანდელმა დღემ დაადასტურა, და დაარწმუნა ყველა, რომ ჩვენ, ანუ ქართველ ხალხს, ამომრჩეველს აქვს ის რაც არ აქვს და ვეღარასოდეს ვეღარ ექნება ოლიგარქს. ეს არის სიმართლე, ეს არის რწმენა, ეს არის ნება, ეს არის ღირსება, ეს არის სიმრავლე და აი ამ სიმრავლითაც, მათ შორის, დღეს ქართველმა ხალხმა დაამარცხა ივანიშვილი და… არ ელოდებოდა, კი ბატონო, შეიძლება უშვებდა ამის ალბათობას, ერთადერთი, ხშირად გვითქვამს, იმედი ივანიშვილს ჰქონდა რომ ძალიან ბევრი ამომრჩეველი არ გამოცხადდებოდა საარჩევნო უბანთან იმიტომ რომ ხელისუფლებამ შეიძლება გაგიყალბოთ თქვენ, ნათია [ჟურნალისტი, ნათია გოგსაძე} ხმა, გამიყალბოს მე, გაუყალბოს ბადრის, ელენეს, კოტეს, პავლეს… პროცენტებით მხარდაჭერა გამოხატული გაგიყალბოს, აიღოთ 8% და დაგიწეროს 4%, მაგრამ როდესაც 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი ცხადდება საარჩევნო უბნებზე, ამ მონაცემებს ის ვერ აყალბებს და ვერც გააყალბა. გაუტოლდა 2012 წლის აქტიურობას… – აცხადებს ნიკა მელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button