მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

5 შვილის დედა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა [Audio]

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში უბედური შემთხვევა მოხდა.

კორპუსის მეხუთე სართულიდან ხუთი შვილის დედა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

მეზობლების ინფორმაციით,შემთხვევის დროს ქმარი სახლში არ იმყოფებოდა. მათ უჭირთ თქმა,ეს იყო სუიციდის მცდელობა, თუ უბედური შემთხვევა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ალკოჰოლდამოკიდებულო იყო, თუმცა მეზობლების ცნობით,შესაძლოა იგი აივანზე სარეცხს ფენდა და მოაჯირს გადაყვა.

იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა,თუმცა მეზობლების ინფორმაციით,მას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.

“ცოლ-ქმარი გამუდმებით სვამდა,გასული წლის დეკემბერში ვადმოვიდნენ აქ.

5 ბავშვიდან სამი სახელმწიფო ზრუნვის პროგრამაშია,ხოლო ორი ამ ტრაგედიის დროს ბინაში იყო.

ბავშვები სხვა ოთახში იყვნენ და არაფერი გაუგიათ”,-გვითხრეს მეზობლებმა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

სამეგრელოს კორესპოდენტის თეა შონიას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button