მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

6 მილიონამდე ლარი მაჟორიტარის ნათესავებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ეკონომიკურ ინტერესებზე საუბრობს.

ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომლითაც გამოიკვეთა, რომ მაჟორიტარი დეპუტატი ქონებრივ დეკლარაციაში სრულად არ ასახავს მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებას, კომპანიებსა და ამ კომპანიებიდან მიღებულ შემოსავლებს. ორგანიზაციის განმარტებით, ანზორ ბოლქვაძე 12 წელია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია და აქვს რამდენიმე ბიზნესი.

ორგანიზაციის ცნობით, მხოლოდ 2016-2020 წლებში, მაჟორიტარ ანზორ ბოლქვაძის ნათესავების სამმა კომპანიამ აჭარაში სახელწიფო შესყიდვებიდან 6 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღო.

აღმოჩენილ ხარვეზებთან დაკავშირებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” საჯარო სამსახურის ბიუროს რეაგირება მოითხოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button