მნიშვნელოვანისიახლეები

ლევან რატიანი – დაშავებულთა მდგომარეობა დამძიმდა

შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დაშავებული სამი მოქალაქიდან ორის მდგომარეობა დამძიმდა და ოპერაცია დასჭირდათ.

„გუშინ ავარიის ადგილიდან შემოყვანილია სამი ქალი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის კრიტიკულია, განსაკუთრებით ორი მათგანის მდგომარეობა. მათ აღენიშნათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწრაფო წესით შეყვანილ იქნენ საოპერაციოში ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, დაშავებულების სასიცოცხლო მაჩვენებლები ამ ეტაპამდე მედიკამენტური გზით ნარჩუნდება.

„რაც შეეხება მათი მდგომარეობის პერსპექტივას ამ ეტაპისთვის ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, ვინაიდან სამივე მათგანის შემთხვევაში გამოწვეულმა ტრავმამ გამოიწვია სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა. მათი საშუალო ასაკი არის 25 წელი. ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა რატიანმა.

მოუსმინეთ ლევან რატიანის ხმას

მსგავსი პოსტები

Back to top button