მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი ბელარუსში ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს

პუტინმა კიდევ ერთი საინფორმაციო ოპერაცია წამოიწყო და განაცხადა, რომ რუსეთი 1 ივლისამდე განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელორუსში და განაახლა მანამდე არაერთხელ გამოყენებული “საინფორმაციო ოპერაციები” ბირთვული ესკალაციის პოტენციალის შესახებ – ამის შესახებ საუბარია ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის [ISW] ბოლო განახლებაში.

ექპსპერტების ცნობით, გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებამ – გაგზავნონ უკრაინაში გაუფუჭებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალები, რაც ბუნებრივ ურანზე გაცილებით ნაკლებად რადიოაქტიურია, მოჰყვა პუტინის განცხადება, რომ განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელარუსში.

პუტინმა უარყო დასავლეთის განცხადებები, რომ ასეთი საბრძოლო მასალები [რასაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაუგზავნის] უსაფრთხოა გამოსაყენებლად და არ შეიცავს რადიოაქტიურ კომპონენტებს. პუტინი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ჭურვის ბირთვი ათავისუფლებს “რადიაციულ მტვერს” და შესაძლოა დაავადდეს უკრაინის მოქალაქეები და დააზიანოს უკრაინის გარემო.

ამასთან, დასავლური ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალა ჩვეულებრივ შეიცავს გაფუჭებულ ურანს, რომელსაც როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) აღნიშნავს, “შესაფერისია სამხედრო გამოყენებისთვის“. ასეთი საბრძოლო მასალის გამოყენება არ შეიძლება არც ბირთვული და არც რადიოლოგიური იარაღის შესაქმნელად.

ანალიტიკოსები წერენ, რომ პუტინის არგუმენტი მცდარია და ამას, სავარაუდოდ, შიდა აუდიტორიაც კი, აცნობიერებს. ცნობილმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა 25 მარტს გააპროტესტა პუტინის არგუმენტი და განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ გაფუჭებული ურანის მიწოდება არ არის “რეალური პრობლემა”.

გარდა ამისა, ექსპერტები წერენ, რომ პუტინის შეშფოთება უკრაინაში გარემოს კეთილდღეობაზე, გარკვეულწილად უადგილოა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ძალებმა მიაყენეს დიდი ზიანი უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რომ არაფერი ვთქვათ უკრაინის ქალაქებსა და ხალხს.

ანალიზში ხაზგასმულია ისიც, რომ პუტინი, სავარაუდოდ, ცდილობდა რუსული ბირთვული იარაღის განლაგებას ბელარუსში 2022 წლის თებერვლის უკრაინაში შეჭრამდე. ISW-მ 2022 წლის იანვარსა და თებერვალში იწინასწარმეტყველა, რომ პუტინი შესაძლოა, ცდილობდეს ტაქტიკური ან სტრატეგიული ბირთვული იარაღის განლაგებას ბელარუსში, მასზე რუსეთის კონტროლის გაღრმავების მიზნით.

საბოლოოდ პუტინმა, სავარაუდოდ, თავი შეიკავა ბელარუსიაში იარაღის განლაგებისგან ომის დაწყებამდე, რათა საიდუმლოდ დაეტოვებინა მათი განლაგების ვარიანტი, როგორც მომავალი რუსული საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი და დასავლეთზე მანიპულირების გზა. ახლა კი რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა ესარგებლა სიტუაციით და გააკეთა შესაბამისი განცხადება, რათა დაეშინებინა კიევი და მისი პარტნიორები.
“3 აპრილიდან ვიწყებთ ეკიპაჟების წვრთნას. 1 ივლისს კი ვასრულებთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას ბელარუსის ტერიტორიაზე”, – განაცხადა პუტინმა.

პუტინი ამბობს, რომ რუსეთი უკვე დაეხმარა ბელარუსს თვითმფრინავების ხელახალ აღჭურვაში. გარდა ამისა, მინსკს გადაეცა სარაკეტო სისტემა ისკანდერი.

პუტინის თქმით, ასეთი ნაბიჯის მიზეზი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება, რომ უკრაინას ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდნენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი დიდი ხანია ითხოვდა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას.

“ჩვენ არ გადავცემთ და შეერთებული შტატებიც არ გადასცემს [ბირთვულ იარაღს] თავის მოკავშირეებს. ჩვენ, პრინციპში, ვაკეთებთ ყველაფერს, რასაც ისინი ათწლეულების განმავლობაში აკეთებენ. მათ ჰყავთ მოკავშირეები გარკვეულ ქვეყნებში და მათ გადამტანებს ამზადებენ, ამზადებენ მათ ეკიპაჟებს. ჩვენც იმავეს ვაპირებთ. სწორედ ამას ითხოვდა ალექსანდრ გრიგორიევიჩი [ლუკაშენკო]“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სამშაბათს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანაბელ გოლდიმ განაცხადა, რომ ლონდონი, Challenger 2-ის ტანკების გარდა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს საბრძოლო მასალას, მათ შორის ჯავშანსატანკო ჭურვებს, რომლებიც გაღარიბებულ ურანს შეიცავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button