რეგიონისიახლეები

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ლაგვილავამ მანდატი დატოვა

საკრებულოში შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ლაგვილავამ მანდატი დატოვა. მან დღევანდელ სხდომაზე დასწრების სურვილი გამოთქვა, რის შემდეგაც საკრებულოს დატოვებს.

მისი თქმით, ძალიან გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ საკრებულო “ღირსეულად საქმიანობის გაგრძელებას” შეძლებს. ირაკლი ლაგვილავა წინა მოწვევის საკრებულოში ურბანული განვითარების კომისიის ხელმძღვანელი იყო.

შეგახსენებთ, დღეს ზუგდიდში, სენაკში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში საკრებულოს სხდომები გადაიდო და თავმჯდომარე ვერც ერთ ზემოთდასახელებულ მუნიციპალიტეტში ვერ აირჩიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button