შსს: აქციაზე შეკრებილმა ხალხმა სასწრაფოს მანქანა არ გაატარა

შს სამინისტრო კახეთში გამართული აქციის დროს დაკავებული ოთხი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყებაში ამბობენ, „გურჯაანში მოქალაქეებმა თელავი-თბილისის ცენტრალური გზა გადაკეტეს. აქციაზე შეკრებილმა ხალხმა კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა არ გაატარა და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა.
„საავტომობილო გზის გახსნის პროცესში კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე აქციაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ალკოტესტით შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორი დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე მიმდინარეობს. ამ დროისთვის გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა მთლიანად აღდგენილია“, – განანცხადეს შს სამინისტროში

მსგავსი პოსტები

Back to top button