მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინული ავიაცია რუსული ჯარის პირადი შემადგენლობის კონცენტრირების რაიონებს მასიურად უტევს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ რუსული ჯარის პირადი შემადგენლობის კონცენტრირების რაიონებზე 13 დარტყმა განახორციელა და ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გაანადგურა.

უწყების ცნობით, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები “Shahed-136/131” და საზენიტო მართვადი რაკეტები გამოიყენა.

„რუსულმა ჯარმა 50 საავიაციო დარტყმა განახორციელა, თავდაცვის ძალებმა 16 „შაჰედი“ ჩამოაგდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის არმიის განცხადებით, მისი ძალები წინ მიიწევენ სამხრეთით, ზაპოროჟიეს რეგიონში და აკავებენ რუსეთის არმიის შეტევას აღმოსავლეთით, ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში.

არმიის გენერალური შტაბი 14 ივლისის საღამოს ანგარიშში აცხადებს, რომ მტერმა 43 საჰაერო და 17 სარაკეტო შეტევა განახორციელა. ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმია გააგრძელებს კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის არეალებზე, და კვლავ მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლები. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მოხდა 20-მდე საბრძოლო შეტაკება.

საღამოს გამოსვლაში შეტაკებებზე ილაპარაკა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც – მან უკრაინის მოქალაქეებს უთხრა, რომ რუსეთის ძალები სამხრეთსა და აღმოსავლეთში ყველა რესურსს იყენებენ უკრაინის არმიის წინსვლის შესაჩერებლად.

“ყველამ ძალიან მკაფიოდ უნდა გავიაზროთ – მაქსიმალურად მკაფიოდ – რომ რუსეთის ძალები ჩვენს სამხრეთის და აღმოსავლეთის მიწებზე ჩვენი ჯარისკაცების შესაჩერებლად აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა არმიის მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ.

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 15 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა კიდევ 590 სამხედრო დაკარგეს, ასევე განადგურდა 5 რუსული ტანკი და 11 საარტილერიო სისტემა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 237 180
​ტანკი – 4 102
ჯავშანტექნიკა – 8 019
საარტილერიო სისტემა – 4 463
სარაკეტო სისტემა – 680
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 425
თვითმფრინავები – 315
ვერტმფრენი – 310
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 807
საკრუიზო რაკეტები – 1 273
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 036
გემი/ნავი/კატარღა – 18
​სპეციალური აღჭურვილობა – 664.

მსგავსი პოსტები

Back to top button