მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-5 ადამიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი იყო. ამის შესახებ კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია, რომელიც ბოლნისის კლასტერიდან იყო.

ტურძელაძის განცხადებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მას მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი.

ამჟამად, კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 98 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button