მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი კონტროლს კარგავს – უკრაინის ძალებმა ბახმუტის ინდუსტრიულ ზონაში„ვაგნერის“ წევრები გაანადგურა

ომის შესწავლის ინსტიტუტმა (ISW)დაასკვნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაკარგა კონტროლი თავის ქვეყანაში საინფორმაციო სივრცეზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ არ დასტურდება რუსეთის ჯარების წინსვლა ბახმუტში, 11 მარტს. უკრაინული და რუსული წყაროები ქალაქში მძიმე ბრძოლების შესახებ იტყობინებიან, მაგრამ დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლები, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტად ჩაიკეტნენ ქალაქის ინდუსტრიულ რაიონებში და მნიშვნელოვანი წინსვა უჭირთ.

ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ კრემლის ახლო წრეში მიმდინარეობს ბრძოლა და რომ კრემლმა დაკარგა ცენტრალიზებული კონტროლი რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვერ გამოასწორებს.

„კრემლი ვერ გაიმეორებს სტალინურ მიდგომას საბჭოთა საინფორმაციო ბიუროს თანამედროვე ანალოგის შესაქმნელად რუსეთის შიდა საინფორმაციო სივრცეზე ცენტრალიზებული კონტროლისთვის კრემლის “ელიტებს” შორის ბრძოლის გამო“, – განაცხადა ზახაროვამ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ზახაროვას ეს განცხადება ადასტურებს ინსტიტუტის რამდენიმე შეფასებას:

რომ კრემლში არსებობს დაპირისპირება პუტინის გარემოცვის მთავარ წევრებს შორის;
რომ დროთა განმავლობაში პუტინმა დიდწილად დათმო რუსული საინფორმაციო სივრცე;
რომ პუტინი აშკარად ვერ იღებს მკვეთრ ზომებს რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე კონტროლის აღსადგენად.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „ვაგნერის“ დამფინანსებელი ევგენი პრიგოჟინი ბახმუტისთვის ბრძოლის შემდეგ „ვაგნერის“ დაჯგიფებას მკაცრ იდეოლოგიურ ელიტარულ სამხედრო ორგანიზაციად გადააქცევს და და რეკრუტირების ახალ ტალღას დაიწყებს.

ISW-ის 11 მარტის ანგარიშში უკრაინაში საომარი მოქმედებების შესახებ, კიდევ რამდენიმე მთავარი დასკვნაა.

უკრაინული წყაროები იუწყებიან, რომ შეიარაღებული ძალები სვატოვოს მიმართულებით წინ წავიდნენ;
რუსული ძალები აგრძელებენ თავდაცვის დამყარებას ზაპოროჟიის ოლქში;
რუსი მობილიზებული ჯარისკაცები საჯაროდ ჩივიან, რომ მეთაურები მათ ცუდად ეპყრობიან და იყენებენ, როგორც ადამიანურ ძალას არსებულ ფორმირებებში ხვრელების გასაკეთებლად;
რუსი საოკუპაციო ჩინოვნიკები იყენებენ ბავშვების ჯანმრთელობას რუსეთის ჯანდაცვის სისტემაზე დამოკიდებულების შესაქმნელად.

ამასთან უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ბახმუტის ინდუსტრიულ ზონაში, უკრაინელი მესაზღვრეების სახმელეთო სადაზვერვო ჯგუფი შეტევაზე გადავიდა და დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრები გაანადგურა.

უკრაინული გამოცემის, “უკრაინსკაია პრავდას” ცნობით, მესაზღვრეები აცხადებენ, რომ მათმა ქვედანაყოფმა პოზიციური ბრძოლა გამართა მტრის ძალებთან ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს მიდამოებთან.

„მესაზღვრე სნაიპერებმა ექვსი დამპყრობელი გაანეიტრალეს“, – ნათქვამია სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

წინადღით უკრაინელმა დამცველებმა რუსეთის რამდენიმე თავდასხმა მოიგერიეს.

11 მარტის ცნობებით, რუსეთის ძალებმა წინსვლას მიაღწიეს ფრონტზე ბახმუტში, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის მრავალთვიანი კამპანიის მთავარი სამიზნეა.

AP-ის თანახმად, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ით ბოლო ცნობაში განაცხადა, რომ კერძო გასამხედროებულმა დაჯგუფება “ვაგნერმა” დაიპყრო აღმოსავლეთ ბახმუტის უმეტესი ნაწილი, ხოლო მდინარე, რომელიც ქალაქის ცენტრში მიედინება, ახლა ფრონტის ხაზს წარმოადგენს. თუმცა, როგორც ცნობაშია ნათქვამი, “ვაგნერის” ძალებისთვის “უაღრესად რთული” იქნება წინსვლა, რადგან უკრაინამ გაანადგურა საკვანძო ხიდები მდინარეზე, ხოლო უფრო დასავლეთით, უკრაინელი სნაიპერების ცეცხლმა გამაგრებული შენობებიდან, ცენტრში არსებული ღია თხელი ზოლი “სასიკვდილო ზონად” აქცია.

დონეცკის რეგიონი, სადაც მდებარეობს ბახმუტი, ბოლო თვეების განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი იყო, ხოლო ხერსონის რეგიონის უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ არეალებს ყოველდღე ბომბავენ დნეპრის გასწვრივ განლაგებული რუსული ჯარები.

მსგავსი პოსტები

Back to top button