მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უმაღლესმა რადამ რუსეთ უკრაინის წინააღმდეგ ომს გენოციდი უწოდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთისა და მისი არმიის მიერ ჩადენილი ქმედებები უკრაინაში, უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. 363-მა სახალხო დეპუტატმა მხარი დაუჭირა შესაბამის რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის გენოციდის შესახებ“.

რეზოლუციაში მათ ასევე მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმოს რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.

უკრაინელი დეპუტატების თქმით, ეს რეზოლუცია უკრაინაში რუსეთისა და მისი არმიის დანაშაულების საერთაშორისო სამართლებრივი შეფასების დასაწყისია.

ამასთან დღეის მონაცემებით, 196 ბავშვია დაღუპულია, თუმცა სამწუხაროდ ეს საბოლო რიცხვი არ არის – აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა. მისი თქმით, სწორედ ბავშვებზე ინფორმაციების მოძიებით იწყება მისი ბიუროს ყოველი სამუშაო დღე.

დენისოვას განცხადებით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზუსტი რიცხვიც უცნობია, რადგან ნანგრევებისგან ქალაქების გასუფთავება არ დასრულებულა, გარდა ამისა, მისი თქმით, უცნობია რა ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

ომბუდსმენი ოკუპანტების მხრიდან, გაუპატიურების შემთხვევებზე საუბრისას ამბობს, რომ დაზარალებულთა შორის არიან ბიჭებიც და რომ ეს ადამიანები მზად არიან ამ ყველაფერზე ხმამაღლა ისაუბრონ.

გარდა ამისა, დენისოვას თქმით, ძალადობის ფაქტები რუსების მხრიდან ფიქსირდება ბელარუსის ტერიტორიაზეც:

დენისოვას თქმით, განსხვავებით რუსული მხარისგან, უკრაინაში რუს სამხედრო ტყვეებს კონვენციით გათვალისწინებულ ყველა ნორმის დაცვით ექცევიან და მათი უფლებები დაცულია:

“რაც შეეხება ტყვეებს, მე პირადად მოვინახულე ყველა რუსი სამხედრო ტყვე, რომელიც უკრაინელებმა აიყვანეს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით რომ ყველა მათგანის უფლებები დაცულია. უკრაინული მხარე იცავს ტყვეებთან დაკავშირებულ კონვენციით გათვალისწინებულ ყველა ნორმას. სამწუხაროდ ოკუპანტები ამას არ აკეთებენ. დარღვეულია უკრაინელი ტყვეების უფლებები. ეს დანაშაულებრივი მოქმედებების კიდევ ერთი მტკიცებულებაა.” განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button