რეგიონი

სოფელ საჯიჯაოშო საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოშო საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს ერთსართულიან ხის სახლში ქალი იმყოფებოდა.

მან გამოსვლა დროულად მოასწრო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახნაძრო-სამაშველო ეკიპაჟი და პოლიცია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button