მნიშვნელოვანირეგიონი

დედოფლისწყაროში ისტორიული ციხე-ქალაქის განახლება დაიწყო

დედოფლისწყაროში ისტორიული ციხე-ქალაქის განახლება დაიწყო.

დედოფლისწყაროში მდებარე ისტორიული ციხე- ქალაქის, ხორნაბუჯის ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტი, ისტორიულ ძეგლამდე მისასვლელი გზისა და გადასახედის რეაბილიტაციას, ასევე ტურისტული საფეხმავლო ბილიკების, საპარკინგე და საპიკნიკე ადგილების მოწყობას ითვალისწინებს.

ციხე- ქალაქის რეაბილიტაციის პროცესს, კახეთის გუბერნატორი, გიორგი ალადაშვილი გაეცნო.

“ისტორიული ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი განახლებული ტურისტული ინფრასტრუქტურით მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორთა ნაკადს დედოფლისწყაროს მიმართულებით, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე დადებითად აისახება”- განაცხადა ალადაშვილმა.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 4,823,356 ლარს შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button