უკრაინამ ნორვეგიისგან რვა Leopard 2 ტანკი და დამხმარე მანქანა მიიღო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის კიდევ 350 მილიონი დოლარის დახმარებას პაკეტი გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.
ენტონი ბლინკენმა განახადა, რომ აშშ დადგება უკრაინის გვერდით „იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“.
”რუსეთს შეუძლია დაასრულოს თავისი ომი დღეს”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „სანამ რუსეთი ამას გააკეთებს, ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.
როგორც ამერიკული მედია წერს, დახმარების პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას აშშ-ს მიერ მიწოდებული HIMARS-ისა და ჰაუბიცებისთვის, HARM-ის რაკეტებისთვის, ასევე ტანკსაწინააღმდეგო იარაღისთვის და სხვა აღჭურვილობას.
ბლინკენის განცხადებით, დახმარება უკრაინაში სწრაფად გაიგზავნება.
სახელმწიფო მდივანმა კვლავ გაიმეორა, რომ აშშ უკრაინის გვერდით იდგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
უკრაინამ ნორვეგიისგან რვა Leopard 2 ტანკი და დამხმარე მანქანა მიიღო, – ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ნორვეგია უკრაინას გადასცემს რვა Leopard 2 ტანკს და ოთხამდე დამხმარე მანქანას. ტანკები უკვე ადგილზეა, ხოლო პერსონალის მომზადება მიმდინარეობს პოლონეთში, ევროკავშირის ეგიდით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ტანკების ტრანსპორტირება უკრაინაში An-124 სატრანსპორტო თვითმფრინავით განხორციელდა. გარდა რვა ტანკისა და დამხმარე მანქანისა, რომლებიც გადაიტანეს, ნორვეგია ასევე უზრუნველყოფს სახსრებს საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილებისთვის.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირის მიზანია, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდოს, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით. ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ბორელის თქმით, შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა უკრაინაში არსებულ ვითარებას, რომლის დროსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ისაუბრებს და განიხილება ევროკავშირის შემდგომი მხარდაჭერა.
“შუადღისას, ჩვენ გავმართავთ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ერთობლივ შეხვედრას და იმედი მაქვს, რომ ისინი დაასრულებენ შეთანხმებას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით. არის წინადადება, რომელიც მოიცავს სამ მიმართულებას, ჯამში 2 მილიარდ ევროს. იმედი მაქვს, მინისტრები შეთანხმებას მიაღწევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგვიჭირდება, გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება”, – თქვა ევეოკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ამასთან, ბორელი აღნიშნავს, რომ ევროპელმა პარტნიორებმა კარგად იციან, რა სახის საბრძოლო მასალა სჭირდება უკრაინას.
“ჩვენი მიზანია, უკრაინას საბრძოლო მასალა მივაწოდოთ. სწრაფად, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით და დაბალ ფასად. ჩვენ უნდა ვიყოთ პრაქტიკული: სწრაფად, იაფად და საჭირო რაოდენობით”, – განაცხადა ბორელმა.