მნიშვნელოვანირეგიონი
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, სიახლეები და შდეგები [გადაცემა]

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში უკვე სამი წელია კომპანია “გილეადისა”და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახმარებით ხორციელდება.
პროგრამაში მონაწილე ადამიანების განკურნების მაჩვენებელი 98 პროცენტს შეადგენს. 1 სექტემბრიდან, კვლევების ღირებულების 140 ლარით შემცირების შემდეგ, პაციენტის მაქსიმალური ხარჯი, დაახლოებით, 160 ლარი იქნება.
როგორ მიმდინარეობს სახელმწიფო პროგრამა? რა სიახლეებია და როგორია შდეგები?
გადაცემის სტუმრები არიან:
საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონის” თელავის ოფისის ხელმძღვანელი დავით ღონღაძე
ექიმი-ინფექციონისტი და ბემონის კონსულტანტი შოთა რაინაული
ასევე გადაცემაში მონაწილეობს პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიარი.
მოუსმინეთ გადაცემას ►