მნიშვნელოვანისაქართველო
სუს-თან აქციაზე 6 პირი დააკავეს

პოლიციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) შენობასთან დააკავა საპროტესტო აქციის 6 მონაწილე. მათ შორის „ლეიბორისტული პარტიის“ შალვა ნათელაშვილის ვაჟი ბექა ნათელაშვილი.
აქციას მოძრაობა „გაბედე“-ს წარმომადგენლები მართავდნენ. აქციის მონაწილეები ჯერ შენობის შესასვლელის ბლოკირებას, შემდეგ კი ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკეტვას ცდილობდნენ, რასაც ხელს პოლიცია უშლიდა.
შსს-ს ინფორმაციით, აქციის 6 მონაწილე დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის – ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.