მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებს რომელსაც შენგენის ვიზები აქვთ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ესტონეთში ხუთშაბათს, 18 აგვისტოს, ძალაში შედის მთავრობის განკარგულება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემისა და ესტონეთში გაცემული შენგენის ვიზით ქვეყანაში შესვლის შეზღუდვის შესახებ.

“ჩვენ ვხედავთ რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობის მასობრივ ზრდას, რომლებიც ესტონეთში ჩამოდიან ან ესტონეთის საზღვარს კვეთენ. ესტონეთის მასობრივად მონახულების ან ესტონეთის გავლით ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობა არ შეესაბამება ჩვენ მიერ დაწესებული სანქციების არსს. სანქციების დაწესებით ესტონეთს სურს, რომ აგრესორ სახელმწიფოს, ასევე მისი ცალკეული მოქალაქეების დონეზე, არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო დონეზე გააგრძელოს ჩვეულებრივი ცხოვრება”, – მოჰყავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას რეინსლაუს სიტყვები რუსულ სააგენტო “ინტერფაქსს”.

აკრძალვა რუსეთის თითქმის 25 000 მოქალაქეს, შეეხო.

შეზღუდვები ვრცელდება ტურისტულ მოგზაურობებზე, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე, ვიზიტებზე და შენგენის ზონაში გართობის მიზნით მოგზაურობებზე. გამონაკლისს წარმოადგენენ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც ესტონეთში გრძელვადიანი ბინადრობის უფლებით სარგებლობენ ან ესტონეთში ჰყავთ ახლო ნათესავები. შეზღუდვა არ შეეხებათ ასევე პირებს, რომლებსაც აქვთ შენგენის სივრცეში შესვლის კანონიერი უფლება ან ესტონეთში ჰუმანიტარული მიზნებით მიემგზავრებიან.

ტალინში გადაწყვეტილებას, რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომით ხსნიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ესტონეთი ამ საკითხს ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთანაც დააყენებს. რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს მსგავსი შეზღუდვა უკვე დაწესებული აქვს. რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტას გეგმავს დანიაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button