საზ. მაუწყებელში არ გამორიცხავენ თანამშრომელთა შემცირებას

საზოგადოებრივი მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეორგანიზაცია და არაა გამორიცხული არც ხელფასების მომატება და მათ შორის, შესაძლოა რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა შემცირება.
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომელთა ნაწილმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც მათ ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.