მთავარი პროკურორის მოადგილე ბრალდებებს უარყოფს [Audio]

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე “სრულ სიცრუეს” უწოდებს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მას და ყოფილ მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს იმ პოლიტიკოსების სახელები და გვარები მიაწოდა, რომლებიც კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არიან დაინტერესებულნი.

პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ადასტურებს, რომ ის მართლა შეხვდა ელისაშვილს მისივე თხოვნის საფუძველზე და ამ შეხვედრას მისი თქმით, რაიონის ზედამხედველი პროკურორი და სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეც ესწრებოდა, თუმცა „სიტყვა – შეწყალების კომისია საერთოდ არ ყოფილა ნახსენებიო,“ – განმარტა გიორგი გოგაძემ.

მოუსმინეთ აუდიო მასალას

მსგავსი პოსტები

Back to top button