კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
დედის დაჭრისათვის სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განაჯალაში მცხოვრები ახალგაზრდა,ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა, 15 თებერვალს, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ცივი იარაღით, საკუთარ დედას მიაყენა.
დაჭრილი ქალი ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს. ექიმების განმარტებით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მესამე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 5-დან 8წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს