სკოლების ნაწილში სამი დღით სწავლა შეწყდება
უამინდობის გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში სასწავლო პროცესის სამი დღით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
“გამომდინარე იქიდან, რომ მეტეოროლოგიური პროგნოზით, უამინდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, მინისტრის ბრძანებით, სასწავლო პროცესი შეწყდება აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების იმ სკოლებში, სადაც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტეოროლოგიური პირობების გამო გაძნელებულია. გაკვეთილები კი, მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება”, – ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია.