მნიშვნელოვანისაქართველო

პატრიარქმა არჩევნებზე ხმა მისცა – მარკირება არც ამჯერად გაიარა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ არჩევნებზე ხმა მისცა.

პატრიარქმა, მარკირება არც ამჯერად გაიარა.

ილია მეორე საარჩევნო უბანზე მესაყდრე შიოსთან ერთად მივიდა. ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ პატრიარქმა ურნას პირჯვარი გადაწერა.

2017 წელს, თვითმართველობის არჩევნების დროს, იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ილია მეორე ხმას აძლევდა განაცხადეს, რომ პატრიარქმა მარკირება საკუთარი სურვილით არ გაიარა.

ცესკოში ამბობენ, რომ პატრიარქის მარკირების გარეშე ხმის მიცემას დარღვევად მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავდნენ თუ საჩივარი დაიწერებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button