მნიშვნელოვანისაქართველო

პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ბიუჯეტის პროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ კი, მხოლოდ ერთი – უმრავლესობის წევრი, ოთარ დანელია წავიდა.

ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში ხარჯვითი ნაწილი – 221 მილიონი ლარით, 14 მილიარდ 432 მილიონ 866 ათას ლარამდე გაიზარდა, რაც 2019 წლის ბიუჯეტში ჩადებულ მაჩვენებელზე, დაახლოებით, 1.1 მილიარდი ლარით მეტია.

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბიუჯეტის დეფიციტი 2020 წელს ნაერთი ბიუჯეტისათვის მშპ-თან მიმართებაში 2.4%-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, პროგნოზებში გათვალისწინებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი და შეადგენს 3%-ს.

მსგავსი პოსტები

Back to top button