ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

საქართველომ პანდემიისას 49 266.7 მლნ. ლარის დოვლათის შექმნა მოახერხა

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე
ფასებში 49 266.7 მლნ. ლარი შეადგინა.

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს წინა წელთან შედარებით 6.8 პროცენტით
შემცირდა, ხოლო დეფლატორის პროცენტულმა ცვლილებამ 7.3 პროცენტი შეადგინა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.8 პროცენტი) და
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.7 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს
დამამუშავებელი მრეწველობა (10.7 პროცენტი), მშენებლობა (8.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო
და თევზის მეურნეობა (8.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო
სოციალური უსაფრთხოება (7.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1 პროცენტი), საფინანსო
და სადაზღვევო საქმიანობები (5.1 პროცენტი), განათლება (4.9 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.1 პროცენტი),
განათლება (8.6 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (12.4 პროცენტი), სახელმწიფო
მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (2.3 პროცენტი), ჯანდაცვა
და სოციალური მომსახურების საქმიანობები (2.8 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (2.6
პროცენტი).
კლება აღინიშნა შემდეგ სექტორებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და
საკვების მიწოდების საქმიანობები (-44.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-23.0
პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (-7.1 პროცენტი), მშენებლობა (-8.0 პროცენტი), საბითუმო
და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (-4.7 პროცენტი).

მსგავსი პოსტები

Back to top button