კრიმინალი

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაეზარდა

საქსტატმა 2021 წლის ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა და გაირკვევა, რომ 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 23.0 პროცენტით მეტია.

ოქტომბერში საქართველომ უცხოუეთში $411 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია და წინა წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტს 31.3%-ით აღემატება.

ექსპორტთან ერთად, საგრძნობლად არის გაზრდილი იმპორტის მოცულობაც, რამაც ოქტომბერში 904 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტია. თანხობრივად მატება $175 მილიონია.

მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 3.4 მილიარდი დოლარი იყო, რაც 2020-თან შედარებით 23%-ით მეტია, იმპორტმა კი 7.96 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელს არსებულ მაჩვენებელს 22%-ით აღემატება.

ჯერ უცნობია, რომელი კატეგორიის საქონლის ექსპორტ-იმპორტია გაზარდილი ოქტომბერში. უწყება ამას 19 ნოემბერს გაასაჯაროვებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button