მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

ირაკლი ქადაგიშვილს შტაბის უფროსი დამაჯერებლად გამარჯვებას ულოცავს

“ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რასაც ველოდით” – განაცხადა მედიასთან ” ქართული ოცნების “ თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.

პლატონ კალმახელიძემ ამომრჩეველს დნობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ არჩევნების პირველი და მეორე ტური დემოკრატიულად ჩატარდა.

“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, რომელმაც მიუხედავად ამინდის და ეპიდემიური ვითარებისა, მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და დაგვიჭირა მხარი. 

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს აქტივიტს, წევრს, აგიტატორს თუ ყველა ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ჩვენს გამარჯვებაში. ეჭვი არ გვეპარებოდა იმაში, რომ დავდებდით მაგარ შედეგს. იმიტომ, რომ პირველ ტურშიც მივაღწიეთ დამაჯერებელ გამარჯვებას, მაგრამ არ გვეყო შედეგი 50%-იანი ბარიერის გადასალახად. მეორე ტურში, ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რასაც ველოდით.

მინდა მივულოცო ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს საქართველოს პარლამენტის წევრობა”- განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

წინასწარი მონაცემებით საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში , თელავის მე-10 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მოიპოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button