რეგიონისიახლეები

ესებუას საქმეზე ყოფილი მძევალი გამოიკითხა

რაიონულ სასამართლოში ზუგდიდში ,,საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ესებუას საქმეზე გამოიკითხა ყოფილი მძევალი დავით ხვიბლიანი.

იგი ერთ-ერთია იმ მძევალთაგან , რომელიც მართავდა ჰაი ლუქსის მარკის ავტომობილს , რომლითაც ,,საქართველოს ბანკიდან“ გამოსვლის შემდეგ თავდამსხმელი მძევლებთან ერთად სამეგრელოს სოფლებში გადაადგილდებოდა.

ხვიბლიანი ქვეყანაში არყოფნის გამო სასამართლოს დისტანციურად ჩაერთო.

ყოფილმა მძევლმა ბანკზე თავდასხმის დღე გაიხსენა. როგორც მან აღნიშნა, ბანკიდან გასვლის შემდეგ წალენჯიხისკენ, კერძოდ, სოფელ სკქურისკენ წავიდნენ . მისივე თქმით, შეიარაღებული პირი ავთანდილ გალდავასგან ითხოვდა, რომ გზად არავინ გაჰყოლოდათ. თუმცა, როგორც ხვიბლიანმა აღნიშნა, მაშ შემდეგ რაც მძრაცველმა უცნობი ავტომბილი შენიშნა, რომელიც მათ მიმართულებით გადაადგილდებოდა, გაღიზიანდა და გაისროლა.

,,შენობაში ქაოსი და დაძაბულობა იყო. ზუსტად არ მახსოვს რამდენი ადამინი იყო მძევალი. თქვა, რომ ძარცვა იყო და ბანკის მენეჯერს ითხოვდა. აგვიყვანა მესამე სართულზე , მის მიერ შერჩეულ ოთახში შეგვიყვანა.ერთ ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა , მეორეში კი ხელყუბარა. ჩემი ტელეფონიდანაც დაირეკა 112-ში, რომ გაეგოთ ძარცვა იყო და დასახელდა თანხა. ის ითხოვდა 500 ათას ამერიკულ დოლარს. ითხოვდა ტელევზიებთან დაკავშირებას და თუ არ ვცდები პირველად მედია საშუალებას ერთ-ერთი მძევალი კვარაცხელია დაუკავშირდა. თუ რატომ ითხოვდა ამ თანხას მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ითხოვდა უსაფრთხოდ გასვლას. მოგვინებით ავთანდილ გალდავა დამიკავშირდა, მკითხა თუ როგორ ვიყავით . გალდავას საუბარი მძარცველს ესმოდა, მძარცველმა იკითხა, თუ როდის მოიტანდა დასახელებულ თანხას. გალდავამ უთხრა , რომ მოვდოდა , თანხას მოიტანდა თვითონ , ოღონდ მძევლებისთვის არაფერი არ უნდა დაეშავებინა. მას შემდეგ რაც მძარცველსა და გალდავას შორის საუბარი შედგა, რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა. გალდავამ მოიტანა ჩანთით თანხა,ჩანთა გაახსნევინა და თანხა ნახა. მძევლები გაუშვა, მე, კიდევ ორი მძებვალი და ავთანდილ გალდავა. დაგვტოვა. ამოიღო ე. წ. ,,ჟგუტი“ ორი მძევალი ერთმანეთს გადააბა, მერე თოკი გამოიტანა, გალდავას გამოაბა მაჯაზე და თვითონ გადაიბა იმ ხელზე, რომელშიც ხელყუმბარა ეჭირა.
როგორც მახსოვს პირველად სქურისკენ წავედით, წალენჯიხის მიმართულებით. თანხა მე მქონდა ხელში და პირველი მე ჩავჯექი მანქანაში, უკანა მხარეს, მაგრამ მითხრა, რომ საჭესთან დავმჯდარიყავი. თანმიმდევრობა თუ ვინ როგორ იჯდა არ მახსოვს. თავდამსხმელი ჩემს უკან არ იჯდა.
თვითონ გვითითებდა თუ საით წავსულიყავით. გალდავას ეუბნებოდა , რომ არავინ არ უნდა გამოგვყოლოდა უკან. როცა შენიშნა , რომ ჩვენი მიმართულებით უცნობი მანქანა გადაადგილდებოდა გაღიზიანდა , გაისროლა კიდევაც. რამდენიმე მდინარე გავიარეთ .ბოლოს , რომ გავჩერდით თანხა თავის ჩანთაში გადაიტანა. ის ჩანთა კი, რომლითაც გალდავამ თანხა მოიტანა დამასველებინა და მომთხოვა წინა და უკანა სავარძლების გაწმენდა და ასევე სახელურების. ე.წ კოვრიკებს წყალი გაავლო. წინა კარგი როცა დავხურე, გალდავა და სხვა მძევლები უკან ისხდნენ. მე მითხრა, რომ წავსულიყავით და დავინახე, რომ მანქანა მანქანა ე.წ სტოპის ნიშანს აანთებს გავისვრიო,“- უთხრა სასამართლოს დავით ხვიბლიანმა.

ბადრი ესებუა 8 თებერვალს სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სასამართლო პროცესი გრძელდება, კიდევ დასაკითხია 4 მოწმე.

მსგავსი პოსტები

Back to top button