მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პენტაგონი თქმით მიმდინარეობს „რამშტაინის“ ფორმატის მეათე შეხვედრა უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით

პენტაგონი იტყობინება, რომ მიმდინარეობს „რამშტაინის“ ფორმატის მეათე შეხვედრა უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით.

შეხვედრა ონლაინრეჟიმში ტარდება. ადრე პოლიტიკოსებმა გამოაცხადეს, რომ შეხვედრაზე ითათბირებენ უკრაინის „ყველაზე მნიშვნელოვან“ საჭიროებებზე, მათ შორის ამუნიციაზე.

უკრაინა პირდაპირ ამბობს, რომ იმედი აქვს, მოკავშირეებისგან მიიღოს საჰაერო თავდაცვის საშუალებები და ამუნიცია. უკრაინას ასევე ესაჭიროება ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.

BBC-ის თანახმად, შეიარაღების ყველაზე აუცილებელ სახეობებს განეკუთვნება HIMARS და MARS სისტემების რაკეტები, 155-მილიმეტრიანი ჭურვები, ნაღმები, რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, კამიკაძე დრონები და სატანკო ჭურვები.

„რამშტაინის“ ფორმატის პირველი შეხვედრა შარშან აპრილში გაიმართა. მაშინ ქვეყნებმა მოიწონეს უკრაინის დასახმარებლად 5 მილიარდი დოლარის გამოყოფა. შემდგომ თვეებში შეხვედრების მონაწილეებმა შეათანხმეს ჰაუბიცების, დაჯავშნილი მანქანების, რადიოლოკაციის საწინააღმდეგო რაკეტების, საზენიტო დანადგარებისა და დაჯავშნილი ტანკების მიწოდება.

ბოლოსწინა, მეცხრე შეხვედრაზე პარტნიორი ქვეყნები უკრაინას დაჰპირდნენ, რომ მას დაეხმარებიან გაზაფხულზე კონტრიერიშზე გადასვლაში.

თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი თქმით, გუშინ, 14 მარტს, ის ნიდერლანდების თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად ნიკოლაევისა და ოდესის რეგიონებს ეწვია, სადაც განიხილეს “მნიშვნელოვანი საკითხები რამშტეინის ფორმატში მომავალი შეხვედრისთვის მოსამზადებლად, რომელიც 15 მარტს გაიმართება“.

იზრდება ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ვალდებულებას იღებენ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. “რამშტაინ-10”) სხდომის გახსნისას განაცხადა, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

“სასტიკი რუსული დაბომბვების გამო ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც [უკრაინას] საჰაერო თავდაცვის საშუალებებს აწვდიან, სულ უფრო იზრდება”,-განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, თებერვალში “რამშტაინის” ფორმატში წინა შეხვედრის დროს საფრანგეთმა და იტალიამ განაცხადეს, რომ უკრაინას SAMP/T-Mamba საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს გადასცემენ.

“შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა ვალდებულება აიღეს Patriot სისტემები მიაწოდონ და ბევრმა სხვა ქვეყანამ მოკლე რადიუსის მოქმედების საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდეს. კანადამ და გერმანიამ საშუალო რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს, ისეთები, როგორიცაა NASAMS და IRIS-T”, – აღნიშნა ოსტინმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button