უკრაინულმა ძალებმა 37 300-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს
კანადა მორიგი სანქციების დაწესებას აპირებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა 37 300-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 10 ივლისამდე პერიოდს.
ამასთან, უკრაინელი სამხედროების მიერ, რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკაც განადგურდა.
“უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს:
📌1641 მტრის ტანკი
📌3823 ჯავშანტექნიკა
📌834 საარტილერო სისტემა
📌247 ზალპური სარაკეტო სისტემა
📌108 საჰაერო თავდაცვის სისტემა
📌217 თვითმფრინავი
📌188 ვერტმფრენი
📌676 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი
📌155 ფრთოსანი რაკეტა,
📌15 გემი/ნავი
📌2694 სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი
📌66 ერთეული სპეცტექნიკა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის უკრაინაში უკანონოდ შეჭრის საპასუხოდ, მორიგი სანქციების დაწესებას აპირებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
“ახალი სანქციები სახმელეთო და მილსადენებით ტრანსპორტირებაზე, ლითონებისა და ტრანსპორტის, კომპიუტერული, ელექტრონული და ელექტრო მოწყობილობების, აგრეთვე მანქანების წარმოებაზე გავრცელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, კანადის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები ასევე მოიცავს ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქიმიურ სექტორებს.