კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

ხაშურის მუნიციპალიტეტში 2 მამაკაცი გაიგუდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალიში 2 ახალგაზრდა მამაკაცი ჭაში გარდაცვლილი ნახეს.

როგორც ადგილობრივებისგან ხდება ცნობილი, ახალგაზრდები ძმები იყვნენ და ისინი ჭის გასაწმენდად დაიქირავეს. ჭაში ჩასულები სავარაუდოდ, სიღრმეში დაგროვილი გაზით გაიგუდნენ. ადგილზე მისულ მაშველებს მამაკაცები ჭაში უგონო მდგომარეობაში დახვდნენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გარდაცვლილთა ცხედრები უკვე ამოყვანილია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button