ISIS-ის მეომრები ბრიუსელის ტერაქტებს ზეიმობენ და ხალხს ტკბილეულს ურიგებენ [Photo]

“ისლამური სახელმწიფოს” მეომრებმა სოციალურ ქსელებში ინტერნეტ-კამპანია წამოიწყეს. ტერორისტებმა, მათ მიერ კონტროლირებად სირიისა და ლიბიის ტერიტორიებზე, ქუჩებში ტკბილეულისა და ბროშურების დარიგება დაიწყეს.
ინტერნეტ-პორტალი SITE Intelligence Group-ი ამრიკული ორგანიზაციაა, რომელიც ტერორისტების ინტერნეტ-აქტივობას თვალს ადევნებს და ქსელში მათი მოქმედებების ამსახველ ფოტოსურათებს ავრცელებს.
ფოტოსურათებზე ლიბიიდან თვალნათლივ ჩანს, თუ როგორ ურიგებენ მძღოლებს, ქვეითებსა და ბავშვებს კამფეტებს, ხალხი კი კმაყოფილია და საჩუქრებს ღიმილით იღებს. როგორც SITE-ის თანამშრომლები ამტკიცებენ, აღნიშნულ ტერიტორიებზე ბრიუსელის ტერაქტების აღსანიშნად სახალხო დღესასწაულები ტარდება.
შეგახსენებთ, რო 22 მარტს ბრიუსელში ტერაქტების სერია დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქებებს 31 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 300 ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო, 61 პაციენტი კი ჰოსპიტალებში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32078″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]