მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თელავში კოვიდ-19 ინფიცირებული 5 მძიმე პაციენტია

რადიო ჰერეთის ინფრომაციით, 5 კრიტიკულად მძიმე პაციენტი მკურნალობს  თელავის სპეციალიზებულ კოვიდ- კლინიკაში. ხუთივე მათგანი მართვით სუნთქვაზეა.

დღევანდელი მდგომარეობით, თელავის კოვიდ მიმღებ საავადმყოფოში, მთლიანად 51 პაციენტი მკურნალობს.

სტაციონარში მხოლოდ ის პირები არიან მოთავსებული, ვისაც  კორონა ვირუსი რთულ ფორმებში აქვს .

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 70 ადგილიან საავადმყოფოში , რამდენიმე დღის განმავლობაში, რთულ მდგომარეობაში მყოფ, 89 პაციენტს უმკურნალეს .

10 ნოემბრიდან დღემდე, თელავში სამი, 55, 85 და 86 წლის ასაკის მოქალაქე გარდაიცვალა.

კორონა ვირუსით ინფიცირებული 30 პაციენტის მიღება შეუძლია, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკას, ხოლო 125 საწოლი აქვს მობილიზებული საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალს.ორივე კლინიკა პაციენტებითაა შევსებული.

კოვიდ- 19- ით ინფიცირებული  მოქალაქეები, რომლემსაც მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ  სახლში ან სასტუმროებში მკურნალობენ.

დღევანდელი მდგომარეობით კახეთში, კორონა ვირუსით გარდაცვალების 10 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button