“2015 წელს ავარიის შედეგად 602 ადამიანი დაიღუპა”

2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 602 ადამიანი დაიღუპა, 9187 კი დაშავდა.

ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც ახალი ამბების სააგენტო ipn-მა გამოაქვეყნა.

გასულ წელს საქართველოში 6432 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. ეს მაჩვენებელი 440-ით აღემატება 2014 წლის მონაცემებს. 922-ით მეტია 2013 წლის შემთხვევებზე და 1073-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს.

გაზრდილია დაშავებულების რაოდენობაც. 2015 წელს დაღუპულთა შორის 160 ქვეითია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა შორის 28 ბავშვი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button