საფრანგეთმა და ჰოლანდიამ როტშილდებისგან რემბრანდტი იყიდეს
საფრანგეთის ლუვრმა და ნიდერლანდების სახელმწიფო მუზეუმმა როტშილდების ოჯახისგან რემბრანდტის ნამუშევრები შეიძინეს. მუზეუმებმა 2 დიდი პრტრეტი 160 მილიონ ევროდ იყიდეს, – გვაცნობებს CTV News.
მარტინ სოლმანსისა და ოპიენ კოპიტის პორტრეტები რემბრანდტმა, 1634 წელს, წყვილის შეუღლების აღსანიშნავად შექმნა. მუზეუმებმა გადაწყვიტეს, რომ ნაუშევრებს რიგრიგობით გამოფენენ და ცოლ-ქმარს ერთმანეთს არ დააშორებენ.
როგორც ცნობილი გახდა, როტშილდების ოჯახმა პორტრეტები ХІХ შეიძინა და მხოლოდ ერთხელ, 1956 წელს, რემბრანდტის 350 წლის აღსანიშნავად, ამერიკული ისტორიის ნაციონალურ მუზეუმში გამოფინა.