“რთველის შტაბში 48 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული”

“რთველი 2015” -ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისათვის 48 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული – ამის შესახებ შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დიდი ქარხანა ყურძნის მიღებას 10 სექტემბრიდან დაიწყებს.

ამ ეტაპზე ყურძენს საკუთარ ვენახებში ღვინის კომპანიები კრეფენ. კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა.

ქარხნების წინასწარი ინფორმაციით, სუბსიდიასთან ერთად ერთი კილოგრამი რქაწითელი 70 თეთრამდე ეღირება, ხოლო 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენი 85 თეთრი.

წელს მხოლოდ კახეთში 200 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button