სპორტი

ზაზა ფაჩულიამ კარიერაში მე-9 პლეი-ოფი მიითვალა

11 აპრილს ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსმა” შეხვედრა გამართა “ნიუ იორკ ნიქსთან და კლუბი ანგარიშით 115:89 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა, მოედანზე 15:37 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე, 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ამ გამარჯვებით, “პისტონსმა” NBA-ის რეგულარული სეზონის გათამაშებებში მერვე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა.

ეს, ზაზა ფაჩულიას კარიერაში, მე-9 ფლეი-ოფია. ახლა, საუკეთესო 16 გუნდს შორის 4 საუკეთესო გამოვლინდება, რომლებიც კონფერენციის ფინალებში ითამაშებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button