სპორტ-ნიუსისპორტი

ფიფამ საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად 3 კანდიდატურა დაასახელა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია განაგრძობს საუკეთესოების გამოვლენას.

ამჯერად, ფიფამ 2021 წლის რჩეული ფეხბურთელის ტიტულის მოსაპოვებლად 3 ნომინანტი დაასახელა.

ესენი არიან: ლივერპულელი ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი,ბაიერნის ლეგენდა,პოლონელი
რობერტ ლევანდოვსკი და პსჟ-ს ფორვარდი, არგენტინელი ლიონელ მესი.

ცნობილია,რომ გასულ წელს ამ ჯილდოს მფლობელი ლევანდოვსკი გახდა

აქვე შეგახსენებთ, რომ ფიფამ უკვე დაასახელა საუკეთესო მწვრთნელობის 3 პრეტენდენტი: ზეპ გვარდიოლა,რობერტო მანჩინი და თომას ტუხელი.

როგორც საუკეთესო სპეციალისტის,ასევე რჩეული ფეხბურთელის დაჯილდოვების ცერემონიალი 17 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button