ყვარელში ქრისტეშობის სადღესასწაულო ალილოს მსვლელობა მოაწყვეს

ყვარელში ქრისტეშობის სადღესასწაულო ალილოს მსვლელობა მოაწყვეს.
ნეკრეს – ჰერეთის ეპარქიის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ყვარლის ქუჩები ფეხით შემოიარეს.
შობის მახარობლებმა საზეიმო მსვლელობა ილია ჭავჭავაძის მონუმენტთან დაასრულეს.
საზეიმო მსვლელობის დროს შეგროვილი სურსათ- სანოვაგე, სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გადაეცემათ.
საშობაო ალილოს ყვარლის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, გივი ზაუტაშვილი ოჯახთან ერთად ესწრებოდა.
საქართველოშო ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც მხოლოდ ერთხელ, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაირღვა.
1990-იან წლებში, საქართველოს პატრიარქმა, ილია II-მ, ტრადიცია აღადგინა.
დღესდღეობით, ალილოს, სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ ზეიმობენ, როდესაც მსვლელობას საეკლესიო მრევლიც უერთდება.