მნიშვნელოვანირეგიონი

მაგდა ხარაიშვილი გარდაიცვალა

28 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომასთან, ავარიის დროს დაშავებული მაგდა ხარაიშვილი 8 იანვარს გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალი, რამდენიმე დღე კომოტოზურ მდგომარეობაში ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

ექიმებმა მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა ბოლო რამდენიმე დღე, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მაგდა ხარაიშვილმა მძიმე დაზიანებები თავის არეში მიიღო.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით მიმდინარეობს.

მაგდა ხარაიშვილი ლაგოდეხში თიბისი ბანკში მუშაობდა.

რადიო ჰერეთი უსამძიმრებს მაგდას ოჯახს, გულშემატკივარებსა და ახლობლებს.

მაგდა ხარაიშვილს 2 გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა

მსგავსი პოსტები

Back to top button