მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მაგდა ხარაიშვილს 2 გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა

"ეხმარებიან ნათესავები, მეგობრები, თანამშრომლები, მაგრამ ეს დახმარება ვერ გასწვდება მოსალოდნელ ხარჯებს. არავინ იცის კომის შემდეგ, რა სურათი იქნება "

ლაგოდეხელ ახალგაზრდა ქალს, მაგდა ხარაიშვილს 2 გადაუდებელი ოპერაცია “ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში” წარმატებით ჩაუტარდა.

ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“ნეიროქირურგიული და ყბა-სახის ქირურგიული ოპერაცია ჩატარდა, ექიმები ცდილობენ ყველაფერს, თუმცა მოსალოდნელ შედეგებზე საუბარი ნაადრევია. დღეის მდგომარეობით არის სტაბილურად მძიმე, განსაკუთრებული ცვლილებები არ არის. პაციენტი ექვემდებარება ჩარევებს, რაც გვაძლევს იმედებს”- ამის შესახებ რადიო ჰერეთთან ხარაიშვილის ნათესავმა ნატო ჩოფაძემ თქვა.

მისი თქმით, მაგდა ხარაიშვილის მდგომარეობა ე.წ “4 ბალიანი კომით” ფასდება, რაც როგორც თავად ამბობს, ექიმების თქმით,- მძიმეა.

მაგდა ხარაიშვილის მეგობრებმა სოც-ქსელ ფეისბუკში  სახელდახელო ჯგუფი შექმნეს მაგდას დასახმარებლად – მაგდასთვის. სადაც ახალგაზრდა ქალის გადასარჩენად და სამკურნალოდ თანხები გროვდება.

მის რეაბილიტაციასა და შემდგომ მკურნალობას კოლოსალური თანხები სჭირდება.

სოც ჯგუფში ემიგრანტებიც გაწევრიანდნენ,

რამდენიმე მეგობარმა კი საკუთარი ნახატები გამოფინა გასაყიდად, რომლის ბიუჯეტიც მაგდას ფონდში გადაირიცხება.

“ეხმარებიან ნათესავები, მეგობრები, თანამშრომლები, მაგრამ ეს დახმარება ვერ გასწვდება მოსალოდნელ ხარჯებს. არავინ იცის კომის შემდეგ, რა სურათი იქნება “- ამბობს ნატო ჩოფაძე.

ავტოსაგზაო შემთხვევა, 28 დეკემბერს, სოფელ შრომაში მოხდა.პოლიციის ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ჰერეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მაგდა ხარაიშვილი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

მსგავსი პოსტები

Back to top button