საქართველოსიახლეები

მაგიდასთან არაუმეტეს 6 კაცი, 1 მეტრი მომხმარებლებს შორის

კვების ობიექტებისთვისთვის შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც დასაქმებულ პირებსა და იქ მისულ მომხმარებლებს მოუწევთ.

კერძოდ, მათ შორის, საუბარია იმაზე, რომ მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 6 ადამიანი, მომხმარებლებს შორის დაცული უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია.

კერძოდ, შრომის ინსპექციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული დანართიდან, ძირითადი რეკომენდაციები გასტრონომიულ კვების დაწესებულებისთვის ასე გამოიყურება:

უზრუნველყავით მაგიდის წინასწარ დაჯავშნა;
უზრუნველყავით თანამშრომელთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი;
უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;
დაიცავით თანამშრომელთა მითითებები;
მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს, არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 6 მომხმარებლისა, გამონაკლისი სახით შესაძლებელია, ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;

ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით უზრუნველყავით ინდივიდუალურად;
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;
გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების წესი;
გამოიყენეთ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს სეთავაზება, ელექტრონული მენიუს შეთავაზების შემთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები;
განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას განცხადებები კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის თანხმად, ღია ტიპის რესტორნები შეზღუდვების მოხსნის მე-4 ეტაპზე, დაახლოებით 9-10 ივნისიდან უნდა გაიხსნას, ხოლო ყველა ტიპის რესტორანი, – მე-5 ეტაპზე, დაახლოებით 25 ივნისიდან. თუმცა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შესაბამისად, გეგმის ცალკეული პუნქტები (სილამაზის სალონების გახსნა, საქალაქთაშორისო მოძრაობის აღდგენა) დათქმულ დროზე უფრო ადრე განხორციელდა.

დღეს სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი და ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი შეხვდნენ. შეხვედრაზე კვების ობიექტებისთვის შემუშავებული ახალი რეგულაციები დეტალურად განიხილეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button