რეგიონი

ზუგდიდში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ზუგდიდში,შარტავას ქუჩაზე,ელგუჯა აბსანძის ორსართულიან საცხოვრებელ
სახლში ხანძარი გაჩნდა.

შემთხვევის დროს სახლში ბებია და შვილიშვილი იმყოფებოდნენ.

შვილიშვილმა შეძლო დროულად გარეთ გასვლა და სახანძრო ბრიგადის გამოძახება.

მთლიანად დამწვარია სახლის მეორე სართულზე ავეჯი და ნივთების ნაწილი.

სამაშველო სამსახური ხანძრის ადგილზე მალევე მივიდა.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება უკვე შეძლეს.

ადგილზე იმყოფება მესამე ოლქის მაჟორიტარი ირაკლი სორდია, რომელიც დაზარალებულ ოჯახს შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობას გაუწევს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ მოკლე ჩართვაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button