რეგიონი

კახეთში პირველად, ენერგოეფექტური სკამები მონტაჟდება

კახეთში პირველად, ენერგოეფექტური სკამები მონტაჟდება.

სკამების განთავსება დღეს, თელავის ცენტრალურ ქუჩებში დაიწყო.

სკამი მზის ენერგიის გამოყენებით მუშაობს და მომხმარებლისათვის უფასო ინტერნეტი, ტელეფონის დამტენი და სპეციალური ყუთი აქვს, სადაც თელავის ტურისტული რუქა და ქალაქის კულტურულ-ისტორიულ- საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების შესახებ, ინფორმაციაა განთავსებული.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სკამების პარალელურად,
ისტორიულ ძეგლებზე QR კოდების და ორ ადგილას QR კუბების განთავსებაც იგეგმება.

” პროექტის განხორციელებისათვის ორი ტენდერი გამოცხადდა. მიზანი მუნიციპალური ელექტრონული სერვისების გაუმჯობესებაა.პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით”- განაცხადეს მერიაში.

თელავში, სხვადასხვა ადგილას, სულ 14 სკამი დამონტაჟდება და პროექტის მთლიანი ღირებულება 281 885 ლარია.

მსგავსი პოსტები

Back to top button