კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოფელ უზუნთალაში ქალი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ქალი დაჭრეს.

შემთხვევა 20 ოქტომბერს, ღამით მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ქალი ქუჩაში ხმაურზე გავიდა.

ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, მას ცივი იარაღით, ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა.

დაჭრილი ლაგოდეხში “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

კლინიკის ექიმების განმარტებით, ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button