პოლონეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთში რუსული რაკეტა ჩამოვარდა, დაღუპულია 2 ადამიანი
როგორც პოლონური მედია იტყობინება, პოლონეთში, დიდი ალბათობით, რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტების სამიზნე სავარაუდოდ უკრაინა იყო, თუმცა ამ დრომდე დამატებითი ინფორმაცია უცნობია.
მედიისვე ცნობით, რუსული რაკეტა პოლონეთის ქალაქ პრჟევოდოვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. მომხდარზე დეტალები ამ დრომდე ზუსტდება.
ნატოს წევრი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ დანიშნა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა.
მანამდე პოლონეთის მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე პოლონეთის რაიონში, სოფელ პშევოდუვში, რუსეთის მიერ ნასროლი ორი რაკეტა ჩამოვარდა. მედიის ცნობებით დაიღუპა ორი ადამიანი.
როგორც Radio Zet-ის კორესპონდენი არაოფიციალურად იტყობინებოდა, სოფელ პშევოდუვში ორი რაკეტა მოხვდა მარცვლეულის საშრობს. არის ცნობა, რომ დაიღუპა ორი ადამიანი. შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ პოლიციის, პროკურატურისა და არმიის წარმომადგენლები, წერს „ევროპეისკაია პრავდა“.
ამავე დროს Radio Lublin-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პშევოდუვში ინციდენტი მოხდა სატვირთო სასწორზე, რომელზეც დატვირთულ ტრაქტორებს წონიან. გამოცემის თანახმად, იქ უცებ აფეთქდა ტრაქტორი, რომელიც სასწორზე იდგა. Radio Lublin-იც ორი დაღუპულის შესახებ იტყობინება.
რაკეტების შესახებ ინფორმაცია ტვიტერში დაადასტურა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა, რომელმაც ვარშავას სამძიმარი გამოუცხადა.
„აღარ არის ‘წითელი ხაზები’, აღარ არის შეზღუდვები უკრაინის იარაღით მომარაგებაზე. აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე,“ დაწერა ტვიტერში ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიევიჩუსმა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პოლონეთს.
„ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატოს ტერიტორიის ნებისმიერი გოჯი. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს,“ წერს სამინისტრო ტვიტერში.
პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ რაკეტების ჩამოვარდნასა და მსხვერპლზე ინფორმაციის სისწორე.
მორავეცკიმ პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან კონსულტაციის შემდეგ გასცა განკარგულება სასწრაფო სხდომის ჩატარების თაობაზე. ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენელმა პიოტრ მიულერმა განაცხადა სამშაბათს საღამოს.
მიულერის თქმით, „ნებისმიერს ინფორმაციას, რომელსაც წარუდგენენ დღეს კომიტეტს, მოგვიანებით ამცნობენ საზოგადოებას შეძლებისდაგვარად სრულად.“
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში, სავარაუდოდ, რუსული რაკეტების ჩამოვარდნას ეხმაურება.
საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებნაში აღნიშნულია, რომ “ესტონეთი მზადაა, დაიცვას NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი”.
“ბოლო ცნობები პოლონეთიდან შემაშფოთებელია. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზადაა, დაიცვას NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს!“”, – აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პენტაგონში პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში, სავარაუდოდ, რუსული რაკეტების ჩამოვარდნას ეხმაურებიან.
პენტაგონის პრესმდივან პეტ რაიდერის თქმით, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა მედიაში გავრცელებულ ცნობებს სერიოზულად განიხილავენ.
რაიდერის თქმით, აშშ “ძალიან დარწმუნებულია” ევროპის მიერ საკუთარი ძალების დაცვაში.
15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინაზე განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა. უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთმა დაახლოებით 100 რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით. ამასთან, რაკეტები ესროლეს ლვოვის რაიონსაც, რომელიც პოლონეთის საზღვართან მდებარეობს.