“თუ წვიმა მოვა ყვარელში ჩამოწოლილი მეწყერი საშიშია” – გამგებელი

მდინარე დურუჯის სათავეში რამდენიმე დღის წინ მეწყერი ჩამოწვა, თუმცა მწყემსებმა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მხოლოდ დღეს აცნობეს.

რადიო “ჰერეთს” ყვარლის გამგებელმა ილია მზექალაშვილმა განუცხადა, რომ ახლა გეგმას ამზადებენ, თუ როგორ იმოქმედონ სტიქიის გაძლიერების შემთხვევაში.

გამგებლის თქმით, “ნაპირსამაგრი სამუშაოები უნდა გატარდეს, თუმცა სამუშაოების დაწყება დღესვე არ იგეგმება”.

მზექალაშვილი ამბობს, რომ “თუ წვიმა მოვა ყვარელში ჩამოწოლილი მეწყერი საშიში გახდება”.

მოუსმინეთ ილია მზექალაშვილის ხმას

მსგავსი პოსტები

Back to top button